ძველი ეგვიპტეს უძველესი ხელოვნური პიგმენტი აღადგინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა აღადგინეს ძველი ეგვიპტეს უძველესი ხელოვნური პიგმენტი – საღებავი სახელწოდებით „ეგვიპტური ლურჯი“, რომელსაც დაახლოებით 5 000 წლის წინ იყენებდნენ.
ეს მიღწევა -ის ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებს ეკუთვნის. მათ საღებავის 12 რეცეპტი შექმნეს, სილიციუმის დიოქსიდის, კალციუმის, ნატრიუმის კარბონატის და სპილენძის გამოყენებით. შემდეგ ნარევები 1000 გრადუს ცელსიუსამდე გააცხელეს. ნიმუშების გაგრილების შემდეგ, მკვლევრებმა ფერი მიკროსკოპით შეისწავლეს და ეგვიპტურ ორიგინალებს შეადარეს.
ეს პიგმენტი ერთ-ერთ ყველაზე ფასეულად ითვლებოდა ძველ ცივილიზაციებში – მას იყენებდნენ ხისა და ქვის ნივთების გასაფორმებლად და კედლების მოსახატად. თუმცა, ზუსტი მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ როგორ მზადდებოდა ეს ფერი, თითქმის არ შემორჩენილა. საბოლოოდ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ „ეგვიპტური ლურჯი“ სხვადასხვა ელფერებს მოიცავდა და სხვადასხვა რეგიონში მზადდებოდა.
imedinews.ge