ძველი ავტომობილების შემოყვანა საქართველოში იანვრიდან იკრძალება – იმპორტიორები რეგულაციის გადავადების მოთხოვნით აქციის გამართვას გეგმავენ

ავტოიმპორტიორები ძველი ავტომობილების იმპორტის აკრძალვის გადავადებას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით, ისინი დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციას მართავენ.
„ვიკრიბებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დღეს, 14:30 საათზე.
როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 2013 წლის ქვემოთ წარმოებული ავტომობილების რეგისტრაცია იკრძალება.
ავტო იმპორტიორების და ავტომფლობელების მთავარი მოთხოვნაა, რომ მიეცეთ საშეღავათო პერიოდი და რეგულაცია გადავადდეს რამდენიმე თვით მათთვის, ვისაც მანქანები გზაში ჰყავთ და 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ვერ ასწრებენ ჩამოყვანას,“ – აღნიშნულია იმპორტიორთა ასოციაციის განცხადებაში.
2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 2013 წლის ჩათვლით გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აიკრძალება.