ძებნაში მყოფი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების საქმეებზე ბრალდებული ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ძებნაში იმყოფებოდა, დააკავეს.
ამის შესახებ ცნობილი სასამართლო პროცესზე გახდა. საქმის პროკურორის თქმით, პაიკიძე ესპანეთში დააკავეს.
პროკურატურამ მას და კიდევ 5 პირს ბრალი 25 სექტემბერს წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით B. P. Trans-ის 100%-იანი წილის მფლობელი, დანარჩენი დაკავებულების დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტირის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს.