ძაღლმა მომაკვდავი ლეკვი ვეტერინართან მიიყვანა

ვეტერინარული კლინიკის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს წვიმისგან გალუმპული ქუჩის ძაღლი, რომელსაც კბილებით უჭირავს თავისი მომაკვდავი ლეკვი და კლინიკის კარამდე მიჰყავს.

საბედნიეროდ, ვეტერინარმა ლეკვი დროულად შეამჩნია და კლინიკაში შეიყვანა. მდგომარეობა მძიმე იყო, გულისცემა თითქმის არ იგრძნობოდა და ლეკვს სარეანიმაციო პროცედურები დასჭირდა.

დედა ძაღლი იქვე იჯდა და ფხიზლად ადევნებდა თვალს ვეტერინარის სამედიცინო მანიპულაციებს.

ვეტერინარის თქმით, ძაღლმა კლინიკასთან ახლოს დაყარა ლეკვები, მაგრამ უმეტესობა მალევე დაიხოცა, გადარჩა მხოლოდ ორი. მოხალისე ცხოველთა დამცველებმა წინა დღეს მასთან ერთი გადარჩენილი ლეკვი მიიყვანეს და არ იცოდნენ, კიდევ ერთი ლეკვი თუ იყო ცოცხალი. მეორე ლეკვს თავად დედამ უშველა.

„დედა ძაღლს საკმარისი რძე არ ჰქონდა, ამიტომ ლეკვებს დამატებით საკვებს ვაწვდით. მათი მდგომარეობა უმჯობესდება და იმედი გვაქვს, მკურნალობის დასრულებამდე მოიძებნება ვინმე, ვინც დედას შვილებიანად სახლში წაიყვანს. ძალიან ჭკვიანი ძაღლია“, – ამბობს ვეტერინარი.

ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: ჩავედი, რათა მონაწილეობა მიმეღო მერიის კომისიაში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით. იგი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი, ცხადია, ახალ კვარცხლბეკზე

სენატორი კრის კუნსი ლინდსი გრემის ხსოვნის პატივსაცემად კანონმდებლებს მოუწოდებს მიიღონ კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ “ჯოჯოხეთური სანქციების” დაწესებას ითვალისწინებს (ვიდეო)