ძაღლი-რობოტები ილონ მასკისა და მარკ ცუკერბერგის თავებით — რა ხდება?

Art Basel Miami 2025-ზე ციფრულმა არტისტმა Beeple ავტონომიურ რობოტ-ძაღლებს ილონ მასკის, მარკ ცუკერბერგის, ჯეფ ბეზოსის, ენდი უორჰოლის, პაბლო პიკასოს და საკუთარი თავები დაამაგრა. ინსტალაციას Regular Animals უწოდა და ასე სურდა ტექნოლოგიური გიგანტების პლატფორმებისა და მათი ალგორითმების გავლენაზე ესაუბრა, რომლებიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებენ იმაზე, თუ როგორ ხედავენ ადამიანები სამყაროს დღეს. ამ რობოტ-ძაღლებს ტატამზე ხედავთ, წინ და უკან მოძრაობენ და თავს ზევით ქვევით არხევენ, ამ დროს კი თვალებში ჩამონტაჟებული კამერით ფოტოებს იღებენ.
ზოგჯერ უკანა ფეხებსაც კეცავენ და მათ სხეულზე დამაგრებულ ეკრანზე შემდეგი წარწერა გამოდის: POOP Mode… საკმაოდ მცირე დროში რობოტების მიერ გადაღებული ფოტოების დაბეჭდილი ვერსიები მათი სხეულებიდან NFT ხელოვნების ნიმუშის სახით გამოდის, ფილტრებიც დამატებული აქვს, რათა არტისტებისა თუ მილიარდერების სტილი ასახოს. ეს არის პოპ-არტი ენდი უორჰოლისთვის, კუბიზმი პაბლო პიკასოსთვის, შავ-თეთრი ილონ მასკისთვის და მეტავერსის მსგავსი ფილტრი მარკ ცუკერბერგისთვის.
რაც შეეხება უკვე დაბეჭდილ ფოტოებს, ზოგიერთი ციფრულ კოდსაც მოიცავს, რომლის დასკანერების შემდეგ, ვიზიტორი უფასო NFT-ს იღებს — ეს პირდაპირი კავშირი ციფრულ ქმედებასა და პროდუქტს შორის, აჩვენებს, როგორ შეუძლია თანამედროვე მედიას გადასცეს ღირებულება ტექნოლოგიის გამოყენებით.
www.marketer.ge