არსებული ინფორმაციით, ნინო ჟვანიას ქუჩაზე დაჭრა ძაღლის გასეირნებისას წარმოქმნილ კონფლიქტს მოჰყვა. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება შსს-მ 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
შემთხვევა ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან მოხდა და არსებული ინფორმაციით, დაჭრილი აღსაზრდელის მშობელია.