“ძაღლები ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ადამიანის დაჭერა არ მგონია ნორმალური” – ბადრი გრიგალაშვილი

გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, ბადრი გრიგალაშვილი:
ძაღლზე მოძალადე კაცს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯესო უხარია ხალხს, რომელთა დიდ ნაწილსაც მინიმუმ ერთი ცხოველი ან ფრინველი მაინც აქვს შეჭმული ამ ახალ წლებზე. თან ეს იმის ფონზე, როცა ადამიანზე მართლა მოძალადე ალტ-ინფოელები ხელშეუხებლად გადაადგილდებიან ქუჩებში. პ.ს. ძაღლები ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ადამიანის დაჭერა არ მგონია ნორმალური. კანონის გარეშეც შეიძლება საზოგადოება შეთანხმდეს რა არ მოსულა.