იტალიის ქალაქ პარმასთან მდებარე ხელოვნების მუზეუმიდან ქურდებმა ჯამში $10 მილიონზე მეტის ღირებულების მქონე პიერ ოგიუსტ რენუარის, პოლ სეზანისა და ანრი მატისის ნახატები მოიპარეს.
La Repubblica-ს ინფორმაციით, მანიანი-როკას ფონდიდან ნამუშევრები 22 მარტის ღამის საათებში მოიპარეს. გამოცემის მიხედვით, მოპარულ ნახატებს შორისაა რენუარის “თევზი,” სეზანის “ნატურმორტი ალუბლებით” და მატისის “ოდალისკა ტერასაზე”.
მუზეუმმა, რომელშიც გარდაცვლილი მუსიკოლოგის, ლუიჯი მანიანის მიერ შეგროვებული კერძო კოლექციაა გამოფენილი, განაცხადა, რომ ნახატების მოპარვა სამ წუთზე ნაკლებ დროში მოხდა.
მუზეუმის ვებგვერდის მიხედვით, მანიანი-როკას ფონდის კოლექცია ასევე მოიცავს ტიციანის, ფრანცისკო გოიას, ბატისტა ტიეპოლოს, კლოდ მონეს, პეტერ პაულ რუბენსისა და ჯორჯო მორანდის ნამუშევრებს.

