ძარცვა, ვიტრინების ჩამტვრევა, „მოლოტოვები“ – რუსული მედიის ბრალდებები პროევროპული აქციის წინააღმდეგ

რუსული გამოცემა, forbes.ru საქართველოში მიმდინარე ამბებს ეხმიანება.
სტატია, რომელი ჟურნალისტ კატია ზაგვოზკინას ეკუთვნის, პროევროპული აქციის მონაწილეებს მაროდიორობაში, ძალადობასა და ვანდალიზმში სდებს ბრალს. მასალაში აღნიშნულია, რომ რუსული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
„საქართველოში 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების დროს 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტები ანადგურებენ სახელმწიფო ქონებას, ძარცვავდნენ მიმდებარე ობიექტებს და ამსხვრევდნენ მაღაზიების ვიტრინებს, წვავდნენ ნაგვის ურნებს და საგზაო ნიშნებს. რუსული მედია, შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ „აგრესიული დაჯგუფებები“ მხრიდან პოლიციის წინააღმდეგ იყენებდნენ პიროტექნიკას და „მოლოტოვის კოქტეილებს“, აგრეთვე ისროდნენ სხვადასხვა მჭრელ და ბლაგვ საგანს. მათივე თქმით, აქციაზე 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა“,- წერს forbes.ru.