ძალოვანი 42 წლის კაცს მანქანით დაეჯახა და მიატოვა – “მიაგდო და ქუჩაში გაიყინა” – მედია

ტვ პირველის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთში მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია 42 წლის მამაკაცი. ფეხით მოსიარულე მამაკაცს, სავარაუდოდ, სამინისტროს ბადრაგირების სამსახურის თანამშრომელი, თ. ბ. მანქანით დაეჯახა. ადილობრივები მედიასთან ამბობენ, რომ გონებადაკარგული კაცი მამაკაცმა გზიდან ნაპირზე გადაიყვანა და მიატოვა. კაცი ღამით სიცივეში გაიყინა და გარდაიცვალა. დანაშაულში მხილებული მამაკაცი თავდაპირველად დააკავეს, თუმცა, არსებობს ვერსია, რომ ის ახლა თავისუფალია.
დაეჯახა, მიაგდო, და გაიქცა, როგორც ამბობენ, მანქანა გარეცხა და მეორე დღეს სამუშაოზე წავიდა. ამბობენ, რომ არ მიეტოვებინა, გადარჩებოდაო. დუშეთის შემოსასვლელში კამერებია და დააფიქსირაო. ნასვამი იყოო ამბობენ”, – თქვა სოფლის მაცხოვრებელმა მედიასთან.
რაც შეეხება დანაშაულში ბრალდებული ძალოვანის ოჯახს, ოჯახის წევრი ამბობს:
ის მოდიოდა ფეხით მთვრალი, თოვდა და ამან ეტყობა ვერ დაინახა და დაეჯახა. ვერ დაინახა საერთოდ რომ დაეჯახა. ზემოდან ქვები და ხეები იყო ჩამოცვენილი და ეგონა ის იყო. არ გაჩერდა, მაგიტომ, ვერ გაიგო, მხედველობა აქვს თან ნაკლები. თოვლი იყო და იმ თოვლში გაიყინა ეტყობა. პოლიციაში მუშაობს, პატიმრებს ყარაულობს. დაჭერილი იყო და გამოუშვეს”, – ამბობს ოჯახის წევრი.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში