ძალიან ძნელია სერიოზულად შევაფასოთ ის კომიკური სპექტაკლი, რაც PACE-ში ვიხილეთ

ძალიან ძნელია სერიოზულად შევაფასოთ ის კომიკური სპექტაკლი, რაც PACE-ში ვიხილეთ
„ერთადერთი, რაც საქართველოში ხდება, ესაა კანონის პატივისცემა და მოსახლეობის და პოლიტიკოსების შეჩვევა იმასთან, რომ პოლიტიკოსობა არ არის ინდულგენცია,” – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა საქართველოს შესახებ ევროპის საბჭო საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ დებატებზე, სადაც განიხილებოდა საკითხი სახელწოდებით „საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდება“.
„ძალიან ძნელია სერიოზულად შევაფასოთ ის კომიკური სპექტაკლი, რაც PACE-ში ვიხილეთ, როცა პოლიტიკისები სრულიად აბსურდულ თემებზე ვითომ სერიოზული სახეებით საუბრობენ. ერთადერთი, რაც საქართველოში ხდება, ესაა კანონის პატივისცემა და მოსახლეობის და პოლიტიკოსების შეჩვევა იმასთან, რომ პოლიტიკოსობა არ არის ინდულგენცია და კანონს ყველამ პატივი უნდა სცეს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას იმისთვის სჯიან, რომ კანონს იცავს. „ფაქტობრივად განხილვების შინაარსში რომ შევიდეთ, გამოდის, რომ საქართველოს მოსახლეობას და ზოგადად ყველას ეუბნებიან, რომ საქართველოში კანონი დაცულია და მოდი, ამის გამო საქართველო დავსაჯოთ. ისინი სამართლებრივი საკითხების პოლიტიზებას ცდილობენ, რაც დაუშვებელია,” – დასძინა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში