ძალიან ჩაბნელდნენ ეს ისედაც გონებადაბინდული მარგინალები

ძალიან ჩაბნელდნენ ეს ისედაც გონებადაბინდული მარგინალები
უსამშობლო, ურჯულო სექტიდან პრეზიდენტ ყაველაშვილზე ცილისმწამებლურ-მანიპულაციური “მესიჯბოქსი”, რომ თითქოს მან ფერისცვალების საეკლესიო დღესასწაული წინაპრებს დაუკავშირა, ნაცქაჯების სასოწარკვეთილების ანარეკლია. ძალიან ჩაბნელდნენ ეს ისედაც გონებადაბინდული მარგინალები – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ბახმაროში დოღის ტრადიციას (“ბახმარობა”) გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და ის ემთხვევა 19 აგვისტოს, მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს. საერო და საეკლესიო დღესასწაულები მიულოცეს 19 აგვისტოს ბახმაროში შეკრებილებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა.
„უსამშობლო, ურჯულო სექტიდან პრეზიდენტ ყაველაშვილზე ცილისმწამებლურ-მანიპულაციური “მესიჯბოქსი”, რომ თითქოს მან ფერისცვალების საეკლესიო დღესასწაული წინაპრებს დაუკავშირა, ნაცქაჯების სასოწარკვეთილების ანარეკლია.
ძალიან ჩაბნელდნენ ეს ისედაც გონებადაბინდული მარგინალები. ბახმაროში დოღის ტრადიციას (“ბახმარობა”)გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და ის ემთხვევა 19 აგვისტოს, მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს. სწორედ ეს ცალკე საერო და ცალკე საეკლესიო დღესასწაულები მიულოცეს 19 აგვისტოს ბახმაროში შეკრებილებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა. “ბახმარობის” დოღის ღონისძიებაში ყოველწლიურად ათობით მხედარი მონაწილეობს გურიიდან, სამეგრელოდან, აჭარიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან. მონაწილეებისთვის დოღში გამარჯვება ღირსების საკითხია. ღონისძიების მიზანია დოღის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაცია. ამ ლამაზი ტრადიციის შენარჩუნება-მხარდაჭერაზე ილაპარაკეს პრეზიდენტმა, პრემიერმა და სხვა საჯარო პირებმა.“ – წერს აბაშიძე.
Next: პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ფერისცვალებას დოღზე შეკრებილ ხალხს მართლმადიდებლურ დღესასწაულთან ერთად ეს სახალხო დღესასწაულიც მიულოცა, მისი სიტყვები ოპონენტებმა არასწორად, მათთვის სასურველი შინაარსით გააჟღერეს და პრეზიდენტის ხალხისადმი გულითადი მიმართვის შინაარსის დაკნინება სცადეს

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს