რუსული ტელეგრამ არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინაში “ქართული ლეგიონის” მეთაური, მამუკა მამულაშვილი მოკლეს. ეს წყაროები წერენ, რომ “ლიკვიდაცია” ახალი წლის წინ “სპეცოპერაციის ზონაში” მოხდა.
მამულაშვილი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია რუსული პროპაგანდის ნაწილია და ადასტურებს, რომ “ქართული ლეგიონი” დიდ ზიანს აყენებს მტერს.
“კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქართულმა ლეგიონმა საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა, მიუხედავად ყველა წინაღობის, მიუხედავად ღალატის, ქართული ლეგიონი არსებობს და აკეთებს თავის საქმეს. ეს არის მაგათთვის ალბათ ერთადერთი მოტივაცია როდესაც აცხადებენ, რომ ვიღაც მოკლეს, სამწუხაროდ, ბარბაროსი ხალხისგან არ არის გასაკვირი ის რასაც აკეთებს მათივე მედია. ეს არ არის პირველი ფაქტი, რამდენჯერმე ყოფილა ამაზე ზუსტად ამაზე ლაპარაკი, ჩემ ლიკვიდაციაზე, ძალიან შორს არიან ჩემი ლიკვიდაციისგან”, – ამბობს მამულაშვილი.