“ძალიან უცნაური დუმილია” – ზელენსკი კრემლზე, რომელმაც თავად ითხოვა პირდაპირი მოლაპარაკება

“ახლახან ვესაუბრე თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს. ეს იყო შინაარსიანი საუბარი. მადლობელი ვარ პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ დავადასტურე მზადყოფნა პუტინთან პირდაპირი და არსებითი მოლაპარაკებებისთვის. ყოველთვის მხარს უჭერდა დიპლომატიას. მზად ვარ თურქეთში ჩასასვლელად. სამწუხაროდ, მსოფლიომ ჯერ კიდევ ვერ მიიღო მკაფიო პასუხი სგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებაზე. რუსული არტილერია და თავდასხმები გრძელდება. მოსკოვი მთელი დღე დუმდა პირდაპირი შეხვედრის წინადადებასთან დაკავშირებით. ძალიან უცნაური დუმილია. ასე თუ ისე, რუსეთს მოუწევს ამ ომის დასრულება – და რაც უფრო მალე, მით უკეთესი. აზრი არ აქვს მკვლელობების გაგრძელებას. პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოთქვა სრული მზადყოფნა, უმასპინძლოს შეხვედრას. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა სრულად დაუჭიროს მხარი შეხვედრას და ჩვენ გვსურს, რომ მან იპოვოს შესაძლებლობა, ჩამოვიდეს თურქეთში”.