“ძალიან სამწუხაროა მაგრამ კვარა ვეღარ ბრწყინავს” – ზვიად ტომარაძე

ძალიან სამწუხაროა მაგრამ კვარა ვეღარ ბრწყინავს, არადა იყო დრო მთელი საქართველო ელოდებოდა მისი თამაშის დღეს… ასევე რეგრესი აქვს მიქაუტაძეს, რამდენად კავშირშია არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მათი რეგრესი ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მათი არ ჩამოსვლის შემდეგ იღებს სათავეს. არადა მაშინ დიდი შანსი გვქონდა ოლიმპიადაზე გვეთამაშა… ახლახანს გრიზმანმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც სურს თამაში, იმის მიუხედავად, რომ კალენდარულად ორივე გათამაშება ერთმანეთთან ახლოსაა. ევროპირველობის ფინალი 14 ივლისსაა, ოლიმპიადა კი 10 დღის შემდეგ იწყება… ასევე შეგვიძლია მოვიყვანოთ ვეტერანი ლუკა მოდრიჩის მაგალითიც, როდესაც შარშან ხანგრძლივი ლალიგის სეზონის შემდეგ, ერთალიგის ჩემპიონატიც ითამაშა. მარტის თამაშები მოდის და ორივე გჭირდება ძველ, საუკეთესო კონდიციებში.