“ძალიან სამარცხვინო და მდაბიო საქციელი იყო ლევან ხაბეიშვილის მხრიდან” – გიორგი პატარაია ენმ-დან ნიკა მელიას გარიცხვაზე

ენმ-ის წევრები და პარტიაში ს მხარდამჭერები, ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვას და ს ქმედებას სამარცხვინო და მდაბიო საქციელად აფასებენ. გიორგი პატარაიას შეფასებით, ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის” წარმატებისთვის იბრძოდა.
“ძალიან სამარცხვინო და მდაბიო საქციელი იყო ლევან ხაბეიშვილის მხრიდან… ჩემს მეხსიერებაში ანალოგი თუ მოიძებნება, ალბათ ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს პოლიტიკური ბიუროს წარმომადგენლების კრიტიკისთვის ადამიანებს რომ პარტიიდან რიცხავდნენ და სასჯელებს უწესებდნენ. ცოტა წარმოუდგენელი ამბავია, იმ ადამიანმა, რომელიც გასტროლიორად იყო პარტიაში წარმოდგენილი, ადამიანები გარიცხოს. ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ამ პარტიის გამარჯვებისთვის, კეთილდღეობისთვისა და წარმატებისთვის იბრძოდნენ,” – აღნიშნა გიორგი პატარაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ამერიკის საელჩო ამტკიცებდა, რომ თითქოს USAID-ი იყო დემოკრატიის მნათობი, არადა თურმე ყოფილა შესაძლებლობა საკუთარი ფინანსური რესურსებით ქვეყნებში მოეხდინა რევოლუციები, არეულობები და ჩარეულიყვნენ არჩევნებში

ეკლესიას შეფარებულო ზენონ, ეროვნულ ხელისუფლებას რომ წინდახედულობა არ გამოეჩინა, ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკაში არ დაბრუნებულიყო და არ დაეჭირა ეროვნული პოზიცია, ახლა ქვეყნის ნაცვლად ნანგრევებიც აღარ გვექნებოდა