“ძალიან რთული თემაა და ბევრი ბიზნესი ამას ვერ შეძლებს” – მაია წერეთელი უცხოელი კადრების დასაქმებაზე

პანდემიის შემდეგ საკადრო დეფიციტზე თითქმის ყველა სექტორის წარმომადგენელი აქტიურად საუბრობს. მათი ნაწილი გამოსავლის ძიებამ უცხოელების დასაქმების გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.
როგორც აღმოჩნდა, ერთ სფეროში ნაპოვნი გამოსავალი ყველასთვის ერთნაირად სარგებლიანი არ არის. სამშენებლო სექტორისგან განსხვავებით ახალ რეალობაზე სამასპინძლო სფერო ვერ გადაეწყო.
სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი აცხადებს, რომ ბაზარზე უკვე არის ამის პრეცედენტები, თუმცა საქმე როცა მომსახურების სექტორს ეხება საქმე ბევრად რთულად არის. მისი თქმით, უცხოეთიდან კადრების ჩამოყვანა ხარჯიანია, რომელსაც ყველა ბიზნესი ვერ სწვდება.
“თუ ასე გაგრძელდა სექტორში უცხოელი კადრების დასაქმება იქნება გარდაუვალი, ვინაიდან არ გვყოფნის ადამიანების რაოდენობა, რომელთაც სურთ დასაქმება.
ცხადია არსებობს მსოფლიოში ქვეყნები, რომლებიც განიხილება სამუშაო ძალის ექსპორტში დახელოვნებული ქვეყნები და ალბათ მოგვიწევს მათთან ამ შესაძლებლობის მოკითხვა. თუმცა ეს საკმაოდ რთული სამუშაო თემაა, ვინაიდან აქ საუბარია არამხოლოდ მათ დასაქმებაზე, არამედ მათ განთავსებაზე, სამედიცინო დაზღვევაზე და ა.შ. ასე რომ ძალიან რთული თემაა და ბევრი ბიზნესი ამას ვერ შეძლებს,”- ამბობს სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი.

ასევე დაგაინტერესებთ