ძალიან მოხარულები ვართ. მაღალი დონის შეხვედრები იქნება – ლევან მაჭავარიანი ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტზე

ძალიან მოხარულები ვართ. მაღალი დონის შეხვედრები იქნება – ლევან მაჭავარიანი ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტზე
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „დღის ქრონიკაში“ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება. მან აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყოველთვის მოხარულებია ეუთოსთან თანამშრომლობით.
„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ. მაღალი დონის შეხვედრები იქნება. ყოველთვის მოხარულები ვიქნებით ეუთოსთან თანამშრომლობით. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისგან, არის ის, რომ თუ რაღაც კრიტიკა იქნება „ქართული ოცნების“ მისამართით, მინიმუმ რაღაც არგუმენტებზე მაინც იყოს დაფუძნებული და არა აღქმებზე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სამხრეთ კავკასიას ეწვევა. საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მას მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები 13 – 15 ოქტომბრის პერიოდში აქვს დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შმაცური ტელევიზიების ისტერიას თუ აკვირდებით, რა დღეში არიან? ლილუაშვილმა სასამართლოში მოგვიგოო – ვერ წარადგინეთ სასამართლოში „უტყუარი მტკიცებულებები“ პროცესი რომ მოგეგოთ ლილუაშვილთან, თუ არ გაწყობდათ? ამანაც სიმბოლური 1 ლარი მოითხოვა! ორივე მხარეს ხომ არ გაწყობდათ?