ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი არჩევნებია. ყოფნა-არყოფნის საკითხია, საქართველოში იქნება მშვიდობა თუ არა, განვითარდება ქვეყანა თუ არა

26 ოქტომბრის საპარლამენტო ს მნიშვნელობაზე გადაცემაში „იმედი LIVE“ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ ისაუბრა.
მისი განცხადებით, თუ როგორი შედეგებით დასრულდება არჩევნები, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, დღის წესრიგში ყოფნა-არყოფნის საკითხია.
„სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში არ მთავრდება ასეთი მნიშვნელობის არც არჩევნები, არც პოლიტიკური გარემოება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ რა ხდება მსოფლიოში და ამ დროს, რა თქმა უნდა, ძლიერი დიდი ქვეყნები პატარა ქვეყნების ინტერესებს თავის ინტერესებს არგებენ ხოლმე. თუ, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნები არ დაიცავენ საკუთარ ინტერესებს. აი, ეს მდგომარეობა გვაქვს დღეს ჩვენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი არჩევნებია. ყოფნა-არყოფნის საკითხია, საქართველოში იქნება მშვიდობა თუ არა, განვითარდება ქვეყანა თუ არა“, – აღნიშნა ნიკუშა შენგელაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

უშველებელი რესურსით მარაგდება რუსეთის ბიუჯეტი უკრაინის გავლით, როდესაც ენერგორესურსებს აწვდის ევროპას. ამაზე როდესაც არავინ არ ლაპარაკობს, ისმის კითხვა მაშ, რა უნდა შარლ მიშელს ჩვენგან ან იმ გერმანელ დეპუტატს, როთს რა უნდა?