ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ სავარაუდო დანაშაულის გახსნა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს სასჯელაღსრულების სისტემაში, წამების, თუ არაჰუმანური მოპყრობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა 2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა აღიარებს

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ სავარაუდო დანაშაულის გახსნა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს სასჯელაღსრულების სისტემაში, წამების, თუ არაჰუმანური მოპყრობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა 2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა აღიარებს
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ სავარაუდო დანაშაულის გახსნა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს სასჯელაღსრულების სისტემაში, წამების, თუ არაჰუმანური მოპყრობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა 2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა აღიარებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს გურჯაანში, გიორგი ქემოკლიძის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისივე თქმით, ეს საქმე არის სუს-ის კომპეტენცია და ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
„ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია, ბოლომდე ჩაეძიოს ამ ყველაფერს. მოტივი გასაგებია ხომ, ლოგიკურად ეს არის სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება, შესაძლოა, ეს იყოს პატიმრისთვის რაღაც მდგომარეობის შეცვლა გარკვეული მიმართულებით, შესაბამისად, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ. თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ სავარაუდო დანაშაულის გახსნა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს სასჯელაღსრულების სისტემაში. გახსოვთ, რა ვითარება იყო პენიტენციურ დაწესებულებებში 2012 წლამდე, წამების ინსტრუმენტად იყო ქცეული ციხეები და ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ ვითარება, არცერთი წამების, თუ არაჰუმანური მოპყრობის ფაქტი არ დაფიქსირებულა 2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა აღიარებს. ჩვენი ოპონენტი პოლიტიკოსებიც კი, რომლებიც გამოდიან ციხიდან, აღიარებენ იმას, თუ როგორ რადიკალურად არის შეცვლილი ვითარება სასჯელაღსრულების სისტემაში და როგორ არის თავიდან ბოლომდე დალაგებული და აწყობილი სისტემა. ამიტომ ამ მიღწევას ბოლომდე ვუფრთხილდებით და შესაბამისად, ამ გამოძიების ბოლომდე მიყვანა არის ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მანჩო გიორგობიანმა დანაშაულის შემდეგ წინასწარ დაწერა ზღაპარი ფეისბუქზე, ფეიკ ალიბი, როცა მიხვდა რომ დაიჭერდნენ მომხდარის გამო, რათა შემდეგ ემტკიცებინა, რომ შს მინისტრის ლანძღვის გამო დაიჭირეს და არა დანაშაულის

კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს საჯარო ფიგურა თუ რიგითი მოქალაქე – როცა ადამიანი არღვევს კანონებს, ვალდებულია აგოს პასუხი და ვერავითარი პოლიტიკური სპეკულაცია ვერ გადაარჩენს

თუ ვინმეს აქვს ოპოზიციაში იმის ილუზია, რომ საქართველოსთვის ეპოქალურ, 7 მილიარდიან ინვესტიციას იაფი პროპაგანდით ჩააგდებს და შემდეგ ვიგინდარა ვარლამ გოლეთიანივით შერჩება ეს ავანტიურა – ძალიან ცდება!

ევრობიუროკრატიიდან საქართველოსთვის დაუმსახურებლად გამოცხადებული “ცივი ომის” ფონზე, გრძელდება მზადება ევროპულ ოჯახში დამკვიდრებისთვის, ევროკავშირის ღირებულებები არ უდრის “ბერლემონის” შენობის ჩინოსანთა ახირებებს