ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რეგიონული თანამშრომლობა, ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რეგიონული თანამშრომლობა. საქართველო ავითარებს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ელჩების კონფერენცია 2024-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა, რისთვისაც გასულ წლებში ბევრი რამ გაკეთდა და მომავალშიც ბევრი გაკეთდება.
მისივე თქმით, ყველა მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება არის მნიშვნელოვანი.
„რეგიონული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი მექანიზმია „შუა დერეფანი“, მეზობელ ქვეყნებთან ერთად სტრატეგიული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს მშვიდობას სამხრეთ კავკასიაში და მოხარული ვართ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან უკვე გვაკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რაც არის მშვიდობის ხელშეწყობისთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება აქტიური მუშაობა. „შუა დერეფნის“ როლის ზრდაზე დადებითად აისახება თანამშრომლობა აზიის რეგიონთან, როგორც მოგეხსენებათ, ვაძლიერებთ ჩვენს პარტნიორობას ჩინეთთან, შარშან ხელი მოვაწერეთ სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ შეთანხმების საფუძველზე წელს უკვე გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რაც მათ შორის აისახა ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერებაზე, ორმხრივად, უვიზო რეჟიმის შემოღებასა და პირდაპირი ფრენების სიხშირის ზრდაზე.
სხვა მიმართულებებითაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩინეთთან პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. ინდოეთთან ღრმავდება ურთიერთობები, საელჩო გახსნა ინდოეთმა საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერებისთვის. გრძელდება ურთიერთობები იაპონიასთან. კორეამ საქართველოში საელჩო გახსნა და დაასრულა მოლაპარაკებები “ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე”.
ესეც მნიშვნელოვანი საფუძველია თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირების განვითარების თვალსაზრისით, ასევე ვაფართოებთ ჩვენს კავშირებს ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან. ყველა მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტიის თავმჯდომარის ქმარი მოიტაცეს და განცხადება მაშინვე კი არ გააკეთა ბოკუჩავამ, დაელოდა დღეების გასვლას და ახლა გვამცნო?! შინაგან საქმეთა მინისტრი გარია საქმეში – გელა გელაძე რაღა შუაშია, ასეთი პრიმიტიული მეთოდებით ცდილობენ დისკრედიტაციას?

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე-შემიყვანეს ოფიცრის ოთახში. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე, ორივემ ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს. სუნთქვა დამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, ზემოდან მადგას ოფიცერი და ჯვარზე და თავზე მაფურთხებს

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო