ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს ზედმეტად არ დავშორდეთ – პუტინი ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს ზედმეტად არ დავშორდეთ. ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ის გრძნობა, რომ რაღაც და არა უბრალოდ რაღაც, არამედ ძალიან ბევრი რამ, გვაერთიანებს. ეს მართლაც ასეა,- ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის საგარეო პოლიტიკა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დაახლოებას დიდ ყურადღებას მიაქცევს.
,,
რა, უხვი შრომითი ძალა სხვა ქვეყნებში არაა? ძალიანაც ბევრია. მაგრამ ჩვენთან ხომ მაინც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან მოდიან. რატომ? იმიტომ რომ მაინც არსებობს რაღაც, რაც გვაერთიანებს. ცდილობენ რუსული ენა შეისწავლონ. ასევე, რატომ? იმავე მიზეზით.
ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვეძებოთ ყველა საერთო წერტილი, რაც გვაკავშირებს და რასაც ყველა ვაფასებთ. ჩვენი საერთო ისტორია – ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. აი, დღეს ამაზე ვსაუბრობდით და მომავალშიც სულ ამაზე უნდა ვისაუბროთ – ნაციზმზე საერთო გამარჯვება ხომ ჩვენი საერთო მონაპოვარი და ყველა ჩვენი ხალხის სიამაყეა.
ანუ, არსებობს რაღაცები, რომლებიც წარსულში გვაერთიანებდა და ახლაც გვაკავშირებს. მაგრამ ყოველთვის უნდა ვეძებოთ და განუწყვეტლად უნდა ვეძებოთ ის, რაც მომავალშიც გაგვაერთიანებს. სწორედ ამ მიმართულებით ჩვენი საგარეო პოლიტიკის განსაკუთრებული ყურადღების მისაქცევად შეიქმნა ასეთი ფორმატი”,- თქვა პუტინმა.