ძალიან მნიშვნელოვანია ინტენსიური მუშაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ აეროპორტის პროექტის განხორციელება და ახალი სტადიონის მშენებლობა, რათა შევძლოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა

ძალიან მნიშვნელოვანია ინტენსიური მუშაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ აეროპორტის პროექტის განხორციელება და ახალი სტადიონის მშენებლობა, რათა შევძლოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა
ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და ამ გეგმების განხორციელებას აქტიურად უნდა შევუდგეთ, გვაქვს დაანონსებული მასშტაბური პროექტები, რომელთა განხორციელებისთვის თითოეული დღე და თითოეული კვირა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ უნდა ჩავარდეს.
„დაანონსებული გვაქვს აეროპორტის პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ინტენსიური მუშაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ ამ პროექტის პირველი ფაზა და შემდეგ უკვე სრულად დავასრულოთ აეროპორტის პროექტის განხორციელება. გვაქვს სტადიონის პროექტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ გავაცდინოთ იმისთვის, რომ დროულად შევძლოთ სტადიონის დასრულება და ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა, რაც არის ჩვენს მიერ გაცხადებული ამბიციური მიზანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს რესურსი აწარმოოს რეალური, ჯანსაღი პოლიტიკა და თუნდაც რადიკალური მეთოდებით, მაგრამ სამართლებრივ ჩარჩოებში, ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას და მოახერხოს საკუთარი სიმართლის დამტკიცება