,, ძალიან მაგარი შეგრძნებებია, მითუმეტეს ამდენ ხალხს რომ უყურებ დილაუთენია როგორ გამოდის ჩვენს დასახვედრად” – კიტეიშვილი

ოთარ კიტეიშვილმა ჯერ არ იცის, თუ რა სახის დაზიანება აქვს და რამდენი დრო დასჭირდება რეაბილიტაციისთვის.
კიტეიშვილი “პირველებთან” ყვება, თუ როგორი რთული იყო მისთვის, არ ეთამაშა ევროპის ჩემპიონატის ყველა მატჩზე ტრავმის გამო.
ნახევარმცველმა ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს ასეთი დახვედრისა და ქომაგობისთვის.
ძალიან მაგარი შეგრძნებებია, მითუმეტეს ამდენ ხალხს რომ უყურებ დილაუთენია როგორ გამოდის ჩვენს დასახვედრად. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ხალხი მოვა საღამოს ჩვენს დასახვედრად და ძალიან გვიხარია, რომ ეს ყველაფერი საქართველოში ხდება. ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანი იყო მონაწილეობა მიმეღო თამაშზე, თუმცა რომ ვერ ვახერხებდი, ეს ცოტა რთული იყო, მაგრამ პორტუგალიასთან თამი მოვახერხე მონაწილეობის მიღება და გავიმარჯვეთ. თამაშზე მიღებული ტრავმის შემდეგ, ალბათ, გარკვეული დრო დამჭირდება რეაბილიტაციისთვის. გავივლი რეაბილიტაციას და შემდეგ გუნდს შევუერთდები. ჯერ არ ვიცით, რა სახის დაზიანებაა, მაგრამ მალე გავიგებთ. რა თქმა უნდა, იმ ბავშვებს, ვინც ოცნებობს და გვიყურებს, ვეტყვი, რომ გააგრძელონ ოცნება და აუცილებლად მიაღწევენ იმ მიზანს, რომელიც აქვთ. ის, რაც ჩვენზე იწერება, რა თქმა უნდა, ძალიან საამაყოა და ასეთი დაფასება ხალხისგან და ასეთი სიყვარული არის ძალიან დიდი რამ, ბედნიერები ვართ, რომ ამ ისტორიის ნაწილები ვართ ჩვენ ყველანი”, – თქვა კიტეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, თავისი სამინისტროც და შეიძლება უხერხულობის მასშტაბი უფრო დიდი იყოს – ეჭვები ძლიერდება იმის ფონზეც, რომ გერმანულ სტრუქტურებს სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება ახასიათებთ

შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე – ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმა ის დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს – სექტემბერში უკვე პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, მთლიან დოკუმენტს გაეცნოს, იმსჯელოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს

ირაკლი კობახიძე ერთსქესიანთა ქორწინებაზე – ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გვჭირდება – შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება გვახსენებს, რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ მომავალში