ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინთან საუბრით – არ მგონია, რომ ის შეჩერებას აპირებდეს და ეს ძალიან ცუდია – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, , რომელიც გუშინ ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, დღეს უკრაინის პრეზიდენტთან,სთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.
„პრეზიდენტ ზელენსკისთან ვისაუბრებ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინთან გამართული საუბრით. არ მგონია, რომ ის შეჩერებას აპირებდეს და ეს ძალიან ცუდია“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, -სა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით გუშინ ისაუბრეს. დონალდ ტრამპის განცხადებით, პუტინთან სატელეფონო საუბრისას ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია.
„მასთან საერთოდ არანაირი პროგრესი არ მქონია. გვქონდა სატელეფონო საუბარი. ეს საკმაოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი იყო. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მათ შორის ირანზე და ასევე, როგორც იცით, სთან ომზე და მე ამით არ ვარ კმაყოფილი, არ ვარ კმაყოფილი“, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
www.interpressnews.ge