ძალიან ვაფასებ საქართველოს მთავრობას, ისინი ცდილობენ, ძალიან რთულ გარემოში დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი შეინარჩუნონ – ვიქტორ ორბანი

ძალიან ვაფასებ საქართველოს მთავრობას, ისინი ცდილობენ, ძალიან რთულ გარემოში დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი შეინარჩუნონ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა დიდ ბრიტანეთში განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრა მიმდინარეობს. მისი თქმით, ევროპაში ბევრ ლიდერს არ ესმის, ეს როგორი რთულია.
„საქართველო შესანიშნავი და კარგი ქვეყანაა. ძალიან ვაფასებ ქვეყნის მთავრობას, ისინი ცდილობენ, ძალიან რთულ გარემოში დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი შეინარჩუნონ. სამწუხაროდ, ევროპაში ბევრ ლიდერს არ ესმის, თუ რა რთულია საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი ყველა მიმართულებით, თუმცა რასაც აკეთებენ, ამას ძალიან ვაფასებ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ესწრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე