“ძალიან დიდი სიბინძურე და სიცრუე იყო მოცემული. ამაზე ჩვენ აბსოლუტურად ღიად ვსაუბრობდით…” – კახი კალაძე

გამოიკვეთა, რომ თანხის გადახდით თურმე შესაძლებელი ყოფილა აღნიშნული რეზოლუციების მიღება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა მ დღეს ჟურნალისტის შესაბამის კითხვას, რომლის თანახმად, ს პოლიტიკაში დაბრუნება ხომ არ შეუშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას, ვინაიდან დასავლელი პარტნიორების ნაწილი მას მოიხსენიებს ოლიგარქად, რასაც რეზოლუციებშიც აღნიშნავდნენ.

„აღნიშნულ რეზოლუციებში ძალიან დიდი სიბინძურე და სიცრუე იყო მოცემული. ამაზე ჩვენ აბსოლუტურად ღიად ვსაუბრობდით, არაფერს ვუმალავდით საზოგადოებას. ვიცით, რა იყო ამის მთავარი მიზეზი და მიზანი: ის, რომ ქვეყანაში როგორმე მოეხდინათ ხელისუფლების ცვლილება და ყველა მეთოდის იყენებდნენ, ყველაფერზე მიდიოდნენ, გაიშიფრა ეს ყველაფერი. საზოგადოებამ იცის, ვინ რას წარმოადგენს, ვინ რას აკეთებს, რომელი პოლიტიკური პარტია ზრუნავს ქვეყნის განვითარებასა და მშვიდობის შენარჩუნებაზე და ვინ არის მოწადინებული, რომ ქვეყანაში შემოიტანოს დაძაბულობა, არეულობა და გაატაროს ვინმე სხვა, კონკრეტული ადამიანების და ქვეყნების ინტერესები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში