პოლიტიკოსი კახა მიქაია:
,,ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ
რას გადაეკიდეთ ამ თეა წულუკიანს?!
ვინ არის, რას წარმოადგენს, რა გავლენები აქვს?!
ერთი უბრალო ქოცია, დიახ, დიახ, არაფრით განსხვავებული რიგითი ქოცისგან!!!
ბიძინა ივანიშვილი ვერ იტანს ისტორიულ პიროვნებებს, გამორჩეულ გმირებს, ბიძინა ივანიშვილს სძულს ის ადამიანები, რომლებიც არიან მაგალითი: თავგანწირვის, მოუსყიდველობის, უკომპრომისობის, შეუვალობის, მრტისთვის წინააღმდეგობის გაწევის, პრინციპულობის.
ერთი სიტყვით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეისადმი ერთგულების!!!…
არსებობს ძალიან ბევრი ,,გამონათქვამი” თუ ,,მოსაზრება”, რომელიც ამის უტყუარ მტკიცებულებად გამოდგება, რითაც თავს არ შეგაწყენთ!!!
ასე რომ, წულუკიანის ,,აზრი” ჩვენს ეროვნულ გმირზე დამახასიათებელია ბიძინა რუსისა და მისი რუსთმადიდებლისთვის…
მეტიც!!!
რომ შეეძლოს, ბიძინა ივანიშვილი წულუკიანას ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ქართველ მეფეებს, მაგალითად დავით აღმაშენებელს ან დემეტრე თავდადებულს დააბარებინებდა და შემდეგი შეკითხვით მიამართინებდა:
რატომ გაიწვიეს მათ ათიათასობით ქართველი მტერთან უაზრო ბრძოლაში და რატომ დატოვეს მათი შვილები ობლად?!
სჯობდა თუ არა, მტერთან უაზრო ბრძოლის სანაცვლოდ ქართველები სახლში დარჩენილიყვნენ საკუთარ შვილებთან და არ შეეწირათ თავი მეფეთა პიარისათვის?!
ასევე…
ბიძინა აუცილებლად დაინტერესდებოდა იყვნენ თუ არა დავით აღმაშენებელი და დემეტრე თავდადებული ,,უსამშობლოები” და მათ მიერ წარმართულ ბრძოლებს აპროვოცირებდა თუ არა ,,მაშინდელი დიფ სთეითი”?!…
