ძალიან გინდოდათ გენახათ სასოწარკვეთილი პრემიერი და იხილეთ სასოწარკვეთილი საკუთარი თავები

ძალიან გინდოდათ გენახათ სასოწარკვეთილი პრემიერი და იხილეთ სასოწარკვეთილი საკუთარი თავები
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე რადიკალურ ოპოზიციას მიმართვას და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ექსპერტის თქმით, რადიკალებისთვის „მიზანი ამართლებს საშუალებას“, ამიტომ მათთვის არ წარმოადგენს პრობლემას ის ხალხი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ქუჩაში აყვირეს და ახლა სასოწარკვეთაში ჩააგდეს. „კაცს, რომელმაც “მსოფლიოს მბრძანებლებს” გაუბედა და პირში ახალა სიმართლე, თქვენ უპირებდით “ჩამოგდებას”?“- წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ პოლიტიკური თამაში ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო და რადიკალურ ოპოზიციას უკვე წაგებული აქვს.
“ძალიან გინდოდათ გენახათ სასოწარკვეთილი პრემიერი და იხილეთ სასოწარკვეთილი საკუთარი თავები. ხომ ხედავთ, რომ დამთავრდით! ნუთუ არავის აღმოაჩნდა თქვენგან მცირედი ტვინი მაინც, რომ ჯო უილსონის ბოდვები არ დაეჯერებინა? ახლა რას უშვებით იმ ახალგაზრდებს, შვიდი თვე რომ აყვირეთ ქუჩაში ტყუილებით და მართლა სასოწარკვეთაში ჩააგდეთ? თუმცა, თქვენთვის ხომ ყველანაირი “მიზანი ამართლებს საშუალებას”… ერთადერთი კითხვა მაქვს, ნუთუ მართლა გეგონათ, რომ რევოლუციას მოაწყობდით? კაცს, რომელმაც “მსოფლიოს მბრძანებლებს” გაუბედა და პირში ახალა სიმართლე, თქვენ უპირებდით “ჩამოგდებას”? იქნებ იმასაც დაჰკვირვებოდით, რატომ იყვნენ მმართველი გუნდის წევრები ასეთი თავდაჯერებულები? ცოტა იმაზეც გეფიქრათ, რომ პრემიერის მიერ გაკეთებული ყველა “სკანდალური” განცხადება მათ მიერ წამოწყებული ახალი სვლა იყო? თამაშის ეს პარტია ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო და ახლა რომელი ფიგურითაც გინდათ, იმით ირბინეთ, მატი მატია!”- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში