“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ უდიდეს კლუბს შევუერთდი” – “დილას” ყოფილი მწვრთნელის კომენტარი სომხურ “ნოაში” დანიშვნის შემდეგ

გორის “დილა” აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა რუი მოტამ გუშინ მოულოდნელად დატოვა. რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელმა სომხეთის ვიცე-ჩემპიონი კლუბი “ნოა” ჩაიბარა.
45 წლის დამრიგებელი ეროვნულ ლიგაში გორელებს ბრწყინვალედ ათამაშებდა, ცხრილში ლიდერებიც იყვნენ და გავრცელებული ინფორმაციით, მისი წასვლა გაცილებით დიდ ანაზღაურებას უკავშირდება.
მოტას სიტყვებს “ნოაში” დანიშვნის შემდეგ, სოციალურ ქსელში კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს:
“გამარჯობა, ძვირფასო “ნოას” ფანებო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ უდიდეს კლუბს შევუერთდი. დიდი ენთუზიაზმით მოვდივარ, რომ ერთად შევქმნათ ისტორია. ჩვენ ყოველდღე ბევრს ვიმუშავებთ ჩვენი მიზნების მისაღწევად. ერთად
უფრო ძლიერები ვიქნებით”, – განაცხადა მოტამ.

ასევე დაგაინტერესებთ