” ძალიან აღელვებული ვარ და განცდებით… ირაკლის გარეშე 19 ნოემბრის გადატანა და გადახარშვა ძალიან მიჭირს” – ქეთათო პოპიაშვილი ირაკლი ჩარკვიანს იხსენებს – Marao
ირაკლი ჩარკვიანი 90-იანი წლების გამორჩეული მუსიკოსი იყო. მისი პერსონა, განსხვავებული იმიჯი, მუსიკა, ცხოვრების პირადი ცხოვრება ყოველთვის იწვევდა საზოგადოების ინტერესს.
12-13 წლის იყო, როცა ქვეყანაში რევოლუცია დაიწყო და შინაგანად მეამბოხე ირაკლი აკეთებდა იმას, რაც მშობლებს არ უნდოდათ. ხშირად იკარგებოდა შინიდან რამდენიმე თვით და მარტო ან მეგობრებთან ერთად მოგზაურობდა ისე, რომ მისი ადგილსამყოფელი მშობლებმა არ იცოდნენ.
საკმაოდ პოპულარული იყო ირაკლისა და ქეთათოს წყვილი. ქეთათო 16 წლის იყო, როცა ირაკლი გაიცნო. 17-ის კი, როცა ერთად ცხოვრება დაიწყეს. ირაკლი მაშინ ქეთათოზე ორჯერ უფროსი, 34 წლის იყო. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მასთან ასაკობრივი ბარიერი არასოდეს უგრძნია. ხშირად წერდნენ დუეტებს, გამოდიოდნენ კლუბებში კონცერტებზე, რომელთა ჩანაწერებიც დღემდეა შემონახული. შემდეგ შეეძინათ გოგონა – ნანა.
ერთად მხოლოდ 10 წელი იცხოვრეს. ირაკლის გარდაცვალების შემდეგ ქეთათოს მიმართ ყურადღება გაორმაგდა. ხშირად ეკითხებოდნენ ფიქრობდა თუ არა მეორედ დაოჯახებაზე. ქეთათომ მუსიკის წერა გააგრძელა…
19 ნოემბერი ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა. ქეთათო კი იმ სიცარიელეზე საუბრობს, რაც მისმა გარდაცვალებამ დაუტოვა:
„ძალიან მიყვარს ეს დღე. ძალიან აღელვებული ვარ და განცდებით… ირაკლის გარეშე 19 ნოემბრის გადატანა და გადახარშვა ძალიან მიჭირს. ნანა არ არის თბილისში, ახლა მაქსიმე ჩამოვიდა. რაღაცნაირად ვაბალანსებთ ხოლმე ერთმანეთს და ხდება სიცარიელის შევსება. ირაკლის „მშვიდი ცურვა“ გამოიცა მისი დაკრძალვიდან მეორე დღეს. ახლახან „ბიბლუსთან“ ერთად და მერამდენედ მომიწია წაკითხვამ… შოკში ვიყავი… ისეთი ბედნიერი, დიალოგში შესული ამ ადამიანთან… მას რომ კარგად იცნობ, ერთია, წერის პროცესში რომ გახსოვს, რა კომენტარებს აკეთებდა, ეს მეორე, მაგრამ როცა შენ იზრდები, იღებ ტკივილს, სიხარულს, რომ გგონია, ამ ადამიანს ძალიან კარგად იცნობდი, კიდევ უფრო უახლოვდები. ისეთი ბედნიერი წუთები და დღეები მარგუნა ამ წიგნის წაკითხვამ, რომელიც ერთი შეხედვით, არ არის ადვილი, ბევრი პლასტი და დინება აქვს… ყველა იმას ვიღებთ, რისი აღების და აღქმის უნარიც გვაქვს…“