“ძალიან ამაღელვებელი იყო აცრემლებული პრეზიდენტისა და მთელი პუბლიკის ფეხზე წამოდგომა!” – ნიკოლოზ რაჭველი

ახლა გადაიცა უკრაინის სატელევიზიო არხების პირდაპირ ეთერში. ღონისძიება კი რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. ესაა ერთერთი ყველაზე ძვირფასი და საპატიო ჯილდოს “უკრაინის ლეგენდა” 2025 წლის დაჯილდოვების ცერემონიალი, წოდება, რომელსაც სხვადასხვა დარგში ღვაწლმოსილ უკრაინელ მოღვაწეებს გადასცემენ. რომ შეიტყვეს, რომ კიევში ვიყავით და დაგეგმილი კონცერტებისთვის ვემზადებოდით გვთხოვეს მონაწილეობის მიღება. ძალიან ამაღელვებელი იყო სლავა ვაკარჩუკის ემოციური ჩახუტება და აცრემლებული პრეზიდენტისა და მთელი პუბლიკის ფეხზე წამოდგომა უპირველესად ნინოს მიმართ! დაუვიწყარი წუთები იყო… ძალიან… გაუმარჯოს გმირ ხალხს! გაუმარჯოს ჩვენს ერებს შორის უპირობო და დაუსრულებელ მეგობრობას!

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის ადვოკატი – ვახტანგ ფიცხელაური სასამართლოს მიაწოდებს ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან დაკავშირებით

პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებისთვის გზის გახსნისკენ მოწოდების შემდეგ, მომიტინგეთა იმ ნაწილმაც, რომელსაც მანამდე ტროტუარი ეკავა, გზაზე გადაინაცვლა, პოლიციამ კი ტერიტორია დატოვა – ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია