ძალა ხალხშია და ეს ყველამ უნდა იცოდეს – „ხალხის ძალა“ ხალხთან ყველაზე ახლოს არის და იქნება – ყველაზე მეტი ძალა ექნება ხალხსა და „ხალხის ძალას“, ერთად აღებულს

ძალა ხალხშია და ეს ყველამ უნდა იცოდეს – „ხალხის ძალა“ ხალხთან ყველაზე ახლოს არის და იქნება – ყველაზე მეტი ძალა ექნება ხალხსა და „ხალხის ძალას“, ერთად აღებულს
„ჩემთვის თვალშისაცემი და გასახარი იყო ის, რომ „ხალხის ძალის“ პარტიად დარეგისტრირებისას, ყრილობაზე, დარბაზში ახალგაზრდები მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი. გულწრფელი უნდა ვიყო – არ ველოდი ასეთ შედეგს“, – ამის შესახებ მედიასთან პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა მ განაცხადა.
დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა „ხალხის ძალის“, როგორც მოძრაობის, უკვე მიღწეულ შედეგებსა და აწ უკვე როგორც პარტიის – მიზნებზე.
„თავიდან, საზოგადოებაში „ხალხის ძალასთან“ დაკავშირებით თითქოს გარკვეული სტიგმა შეიქმნა – ბევრი მომხრეც კი ერიდებოდა ჩვენთან ურთიერთობას. დღეს საზოგადოებაში რომ გავდივართ, დამოკიდებულება რადიკალურად დადებითისკენ არის შეცვლილი.
საზოგადოებამ „ხალხის ძალის“ გავლენით დაიწყო უკვე მსჯელობა და შეწყვიტა მორჩილი დამოკიდებულება ყველაფერი იმისადმი, რაც უცხოეთიდან მოდის, მხოლოდ იმიტომ, რომ „ის დასავლეთია“. მანამდე თუ, უტრირებულად რომ ვთქვათ, ვიღაც იტყოდა – „ლგბტ პროპაგანდა თუ დასავლეთიდან მოდის, კარგია, მაგრამ ჩრდილოეთიდან რომ მოდიოდეს, ცუდი იქნებოდაო“, დღეს უკვე მსჯელობენ ყველაფერზე, მათ შორის, დასავლეთთან მიმართებით. ეს არის ჩვენი ძირითადი მიღწევა. მაგრამ, წინ დიდი გზაა. ამ დიდი გზის გასავლელად კი მზად ვართ.
ვინმე თუ ფიქრობს, რომ ჩვენ საარჩევნო ბარიერის გადალახვაზე ვზრუნავთ, ან, უბრალოდ, ვტრაბახობთ, პირდაპირ ვეტყვი, რომ ძალიან ცდება. პოლიტიკურ პროცესებში „ხალხის ძალა“ ერთ-ერთი აქტიური სუბიექტი იქნება. საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს მდგომი „ხალხის ძალაა“. ძალა ხალხშია და ეს ყველამ უნდა იცოდეს. ამიტომ, „ხალხის ძალა“ ხალხთან ყველაზე ახლოს არის და იქნება და ყველაზე მეტი ძალა ექნება ხალხსა და „ხალხის ძალას“, ერთად აღებულს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

იმის მაგივრად დიპლომატებად წოდებულნი მოემზადონ კონკურსისთვის, მიიღონ მონაწილეობა მასში და სამართლიანად დაიკავონ თანამდებობები, განუდგნენ მთავრობას, დააიგნორეს კონკურსი და გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები თან ინგლისურად

ადამიანები, რომელთაც პოლიტიკური ნიშნით არავის შეუვიწროებიათ – მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვერ გამოსულან გარე პოლიტიკური დირიჟორების გავლენიდან – საკუთარი გადაწყვეტილებით უარს ამბობენ კონკურსში მონაწილეობის მიღებასა და საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე. მიზანი ერთია – შექმნან ფონი, თითქოს მათი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს

ჩვენ მოვისმინეთ დღეს ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით თუ რა შედეგებს მიაღწია კახა კალაძემ მისი მერობის პერიოდში და მართლაც ვხედავთ, თუ როგორ ხდება დღეს თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქი

საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო სტანდარტული რეორგანიზაცია, რამდენიმე აწ უკვე ყოფილმა თანამშრომელმა არ მიიღო მონაწილეობა კონკურსში და “გაკვირვებული” ნაცპარაზიტულად ამუნათებს ყოფილ ხელმძღვანელობას