“ძალა ზრუნვაშია” – HR-ები, იურისტები და ქოუჩები საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებს უფასო კონსულტაციას სთავაზობენ.
შეთავაზება იმ ადამიანებს ეხებათ, ვინც დასაქმებულია (ან იყო) საჯარო სექტორსა თუ კერძო კომპანიაში და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის გამო გარკვეული პრობლემები შეექმნა.
შესაბამის საკითხებზე პროფესიული კონსულტაცია 28 დეკემბერს, 10:00-დან 15:00-მდე Holiday Inn-შია დაგეგმილი. 15:00-ზე კი ღონისძიების მონაწილეები შეუერთდებიან საყოველთაო ჯაჭვს და მსვლელობას პარლამენტისკენ.
