,,ძალაუფლება იმუნიტეტივითაა, ზედმეტი იმუნიტეტი ადამიანის წინააღმდეგ მოქმედებს ხოლმე“ – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:
,,ძალაუფლება იმუნიტეტივითაა, ზედმეტი იმუნიტეტი ადამიანის წინააღმდეგ მოქმედებს ხოლმე, ისე, როგორც ზედმეტი ძალაუფლება რაღაც მომენტში ძალაუფალის წინააღმდეგ იმუშავებს და სწორედ თავისი ძალაუფლების მსხვერპლი გახდება.
საზოგადოების ამოცანაა, რომ ზედმეტი ძალაუფლებისგან საკუთარი თავიც დაიცვას და თუნდაც ძალაუფალიც.
ე.წ. მომხრე, რომელიც არ ეწინააღმდეგება ზედმეტ ძალაუფლებას, ის ძალაუფალის მოკვდინებას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე მის დაცვას, ოღონდ ისე, რომ საბოლოოდ თავადაც მსხვერპლად იქცევა და ისიც, ვისაც თითქოსდა გულშემატკივრობს.
პარადოქსია, მაგრამ ხელისუფალის მომხრესაც და მოწინააღმდეგესაც საერთო ამოცანა აქვთ სხვა და სხვა მიზნით, ძალაუფლების შეზღუდვა და ზედმეტი ძალაუფლების მოშორება.
სახელმწიფოც, ხელისუფალიც და ხალხიც დაცული უფრო მაშინაა, თუ ძალაუფლება არაა ზედმეტი და ჭარბი.
ხელისუფალის ყველაფერზე მხარდამჭერმა გაიხსენოს, იქ, სადაც რეჟიმები საბოლოო ჯამში მაინც დამხობილან, როგორ დაუსრულებიათ ძალაუფლების მფლობელებს.
ამიტომაც, ხელისუფალის მომხრევ, პირველ რიგში შენ უნდა გაიაზრო, რომ თუ გინდა დაიცვა შენი ხელისუფალი, შეეწინააღმდეგე მას ზედმეტმა ძალაუფლებამ თავადვე არ იმსხვერპლოს თან შენთან და სხვებთან ერთად.“