„ძალადობის შესახებ ცნობები ძალიან შემაშფოთებელია და ცალსახად ვგმობ“ – NATO-ს გენმდივანი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

„ძალადობის შესახებ ცნობები ძალიან შემაშფოთებელია და ცალსახად ვგმობ“ – NATO-ს გენმდივანი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე
NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტეს თქმით, საქართველოში ძალადობასთან დაკავშირებით ცნობები ძალიან შემაშფოთებელია. მან ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე ჰკითხეს.
როგორც მარკ რუტემ პრესკონფერენციაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა მათი მოწოდებაა მთავრობის მიმართ, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დარჩეს.
“ძალადობის შესახებ ცნობები ძალიან შემაშფოთებელია და ცალსახად ვგმობ. მოვუწოდებ მთავრობას, გააკეთოს ყველაფერი მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად და ვფიქრობ, ეს ყველა ქართველის ინტერესშია. NATO არის ალიანსი, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, ღირებულებებზე, თავისუფლებისა და დემოკრატიის პატივისცემაზე, როგორც კონცეფციის და ყოველდღიური რეალობის.
ყველა მოკავშირე ღიად აცხადებს, რომ ნებისმიერი ქმედება, რაც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში, ასევე აშორებს დემოკრატიას ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გზიდან, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დარჩეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რომელზეც რამდენიმე წლის წინ თავად გადაწყვიტა, რომ აქტიური ყოფილიყო”,- განაცხადა რუტემ.