“ძალადობას შეუძლია რა თქმა უნდა მცირე რყევები გამოიწვიოს” – ლარის კურსის დასტაბილურდებაზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ამბობს, რომ “მცირე რყევები” დროებითია.

ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა:

“ეკონომიკური ზრდა სწრაფი ტემპით გრძელდება. ოქტომბრის თვე დასრულდა 11%-იანი ეკონომიკური ზრდით. შესაბამისად, 10 თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 10%, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს წელს. ეს არის შარშანდელზე მაღალი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება.

ასეთ რამდენიმედღიან ძალადობას შეუძლია რა თქმა უნდა მცირე რყევები გამოიწვიოს, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად დროებითი. ლარი დასტაბილურდება, როგორც ეს მოხდა წინა რყევების შემთხვევაში, რამდენიმე დღით შეიცვალა ლარის კურსი, თუმცა შემდეგ დაუბრუნდა პირვანდელ ნიშნულს. აქაც იგივე იქნება, ლარის კურსი დასტაბილურდება და ეკონომიკაც დასტაბილურდება. წლის ბოლოსთვის, მე ვფიქრობ, გავალთ მინიმუმ 9.5%-ზე ეკონომიკური ზრდის კუთხით” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი მკვეთრად, დოლართან 7 თეთრით, ხოლო ევროსთან 6 თეთრით გაუფასურდა. 3 დეკემბერს კი ლარი დოლართან და ევროსთან 3-3 თეთრით გაუფასურდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის