იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა კრისტიან ძაკარდომ, რომელიც ამჟამად ფიფას აგენტია და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერებში მიიღო მონაწილეობა, Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში ქართულ ფეხბურთზე ისაუბრა და ევროპულ კლუბებს „ახალი კვარას“ მოძებნა ურჩია:
„მე „ნაპოლისთან“ კვარაცხელიას რეკომენდაცია გავუწიე. მაშინ ფეხბურთელის გარემოცვასა და კლუბს შორის კარგი ურთიერთობა იყო. ხვიჩა პსჟ-ში გადასვლისთანავე ლიგა 1-ის გამარჯვებული და მთავარი გმირი გახდა. „ნაპოლიმ“ სკუდეტო მოიპოვა… ყველასთვის შესანიშნავი სეზონი გახლდათ. იმედი მაქვს, მომავალ წელს „ნაპოლი“ პსჟ-ს შეხვდება, რათა ხვიჩა ნეაპოლში დაბრუნდეს და ნეაპოლელთა აპლოდისმენტები მიიღოს. ის სერიოზული ბიჭია, იქაური პუბლიკა უყვარს.
„ახალი კვარა“? ბევრი კარგი ფეხბურთელია. მაგალითად, დავითაშვილი „სენტ-ეტიენიდან“. მან საფრანგეთში გოლები გაიტანა და საგოლე გადაცემები გააკეთა, ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა. სლოვაკეთში ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე კვერნაძე ვნახე, რომელმაც პროგრესი განიცადა. თუ უფრო ახალგაზრდებზე ვისაუბრებთ, 2009 წელს დაბადებულ ანდრია ბართიშვილს დავასახელებ. ჯერ არასრულწლოვანია, მაგრამ ტალანტია. ჩემი აზრით, შეუძლია მრავალი კლუბის ყურადღება მიიპყროს. მის სახელს კიდევ გავიგონებთ“.
რა თქვეს ნამატჩევს მესიმ და კვარაცხელიამ?
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ინტერ მაიამისთან” მატჩში?
[VIDEO] “კვარას” პსჟ-მ “ინტერ მაიამი” გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
მესი, კვარაცხელია, სუარესი, რამოსი – იხილეთ საკლუბო მუნდიალის სიმბოლური ნაკრები
“პირველმა არხმა” დაასახელა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, რომლის შეძენითაც “ნაპოლია” დაინტერესებული
“ხვიჩამ და მისმა ოჯახმა “ნაპოლიზე” არჩევანი ამ ორი მიზეზის გამო გააკეთეს” – ძაკარდო კვარაცხელიას “პარტენოპეიში” ტრანსფერზე
ჯუღელმა ძაკარდოსთან ერთად ივახშმა და კვარაცხელიას ხელფასზე დაელაპარაკა – ცნობილია, რა სთხოვა დე ლაურენტისმა ხვიჩას აგენტს
“ყველაფრის ახლიდან დამტკიცება მოუწევს” – ძაკარდომ “კვარაზე” ისაუბრა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ინტერ მაიამისთან” მატჩში?
ჯუღელი ძაკარდოსთან ერთად “ნაპოლისა” და “ბოლონიას” მატჩს დაესწრო – მხარეები კონტრაქტის დასკვნით დეტალებზე ისაუბრებენ [PHOTO]
რა თქვეს ნამატჩევს მესიმ და კვარაცხელიამ?
ჯუღელმა “ნაპოლის” კვარაცხელიას გამოსასყიდის მოთხოვნა წაუყენა – დე ლაურენტისი შეთავაზებას არაადეკვატურად მიიჩნევს
