ძაკარდო: ამ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს, შეუძლია დიდებული გახდეს

იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა კრისტიან ძაკარდომ, Sky Calcio-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ანდრია ბართიშვილს შეუძლია დიდებული ფეხბურთელი გახდეს.
“ბოლო პერიოდში საქართველოში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდა, ამ მხრივ მათი დონე გაიზარდა, ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე ანდრია ბართიშვილია, ის 16 წლის შემტევი ნახევარმცველია და ამ ახალგაზრდას შეუძლია დიდებული ფეხბურთელი გახდეს”, – განაცხადა ძაკარდომ.
შეგახსენებთ, სწორედ კრისტიან ძაკარდო გახლდათ ის ადამიანი, რომელმაც “ნაპოლის” ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმება ურჩია.
ანდრია ბართიშვილი ამჟამად ფოთის “კოლხეთიდან” იჯარის წესით “იბერიას” ღირსებას იცავს.