ძაკანიმ იტალია პლეი-ოფში გაიყვანა – ესპანეთმა დუბლებით ალბანეთს სძლია

ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში ბოლო, მესამე ტური გაიმართა.
იტალიამ ხორვატიასთან ფრეს მიაღწია – 1:1. მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში მოხდა: 54-ე წუთზე მოდრიჩის დარტყმული პენალტი დონარუმამ მოიგერია, თუმცა ლუკამ ერთი წუთის შემდეგ მაინც დააწინაურა თავისი გუნდი. აქედან მოყოლებული „სკუადრა აძურა“ შტურმზე გადავიდა და ბოლო წამებზე ანგრიში ძაკანიმ გაათანაბრა.
ესპანეთმა მეორე შეგადგენლობით 1:0 მოუგო ალბანეთს.
პირველ ადგილზე 9 ქულით ესპანეთი გავიდა, 4 ქულით მეორეზე იტალია, 2 ქულით მესამეზე ხორვატია, 1 ქულით კი მეოთხეზე – ალბანეთი.
ხორვატია – იტალია 1:1
გოლები:
1:0 მოდრიჩი (55), 1:1 ძაკანი (90+8)
გამოუყენებელი პენალტი: მოდრიჩი (54)
ალბანეთი – ესპანეთი 0:1
გოლი: ფერან ტორესი (13)
. 38 წლის მოდრიჩი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპირველობებზე გოლი გაიტანა.
. წინა შეხვედრასთან შედარებით ესპანელთა სასტარტო შემადგენლობა 10 ფეხბურთელით შეიცვალა – ძირითადში მხოლოდ ემერიკ ლიაპორტი დატოვეს.
. 38 წლის ხესუს ნავასი ყველაზე ასაკოვანი ესპანელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატებზე ითამაშა.