ცხრამდე გაიზარდა უკრაინის საავადმყოფოზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი

რუსეთმა 28 სექტემბერს ორი თავდასხმა მოაწყო უკრაინის სასაზღვრო რეგიონის, სუმის საავადმყოფოზე, რასაც სულ მცირე ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა კიდევ 12 პირი.
თავდასხმა დაგმო პრეზიდენტმა მ – მისი თქმით, “საავადმყოფოებს ეომება”. ზელენსკი პლატფორმაზე X წერს, რომ უკრაინელი მაშველები “ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ხალხისთვის საჭირო დახმარების გასაწევად”.
შინაგან საქმეთა მინისტრი, იჰორ კლიმენკო თავიდან აცხადებდა ექვს დაღუპულზე, მათ შორის ერთ პოლიციელზე. კლიმენკოს თქმით, უკვე მიჯრით მეორე დღეა რაც უკრაინის პოლიცია თანამშრომლებს კარგავს.
მანამდე, უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებდა, რომ ჩამოაგდო 69 დრონი 73-დან, რომლებიც რუსეთმა 28 სექტემბრის დილით გაუშვა უკრაინის რეგიონებისკენ. რუსეთმა უკრაინის სამიზნეებს ასევე ესროლა ორი ბალისტიკური და ორი საკრუიზო რაკეტა – ამბობს უკრაინის საჰაერო თავდაცვა და დასძენს, რომ ორი საკრუიზო რაკეტა ჩამოგდებულ იქნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა