ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, E ჯგუფში, ტურნირის დებიუტანტი საქართველოს ნაკრები მანჰაიმში ნიდერლანდებთან 29:34 დამარცხდა.
მეტოქე თავიდან 4:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც ჩვენმა გუნდმა თამაში მეტ-ნაკლებად გამოასწორა, თუმცა დაცვაში შეცდომებს უშვებდა და პირველი ტაიმი 12:19 წააგო. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა და საბოლოოდ 5 ბურთით დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდიდან 9 გოლი გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა, რომელიც
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 7 გოლი ერეკლე არსენაშვილმა გაიტანა, ხოლო 6 თემურ ორჯონიკიძემ.
ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ორი საუკეთესო გადის.
სპორტში,ქართველებს,სტარტის და ბოლო წუთების სინდრომი გვჭირს.წყალბურთში იყო და პირველ პერიოდში უკვე წაგებულები ვიყავით,ხელბურთშიც,პირველი ტაიმის პირველი და ბოლო ორ წუთში გავუშვით 7 უპასუხო გოლი,ასე ვართ კალათბურთშიც და ფეხბურთშიც.როცა დამშვიდდნენ,კი ითამაშეს მშვენივრად,მაგრამ იმ ორმა ჩავარდნამ,მატჩის ბედი გადაწყვიტა.ასეა თუ ისე,დებიუტი შედგა და უკვე ესეც დიდი მიღწევაა,ხელახლა ფეხზე წამომდგარი ქართული ხელბურთისათვის.ყველას გილოცვავთ!გარდა ამისა,მონაკვეთებში,ძალიან კარგად გამოვიყურებოდით და ნიდერლანდებთან ჩვენ გამარჯვებას,არც არავინ ელოდა.ეგ კი არა,უფრო დიდი სხვაობით დამარცხებასაც ელოდნენ,ბევრი.ისიც სასიხარულოა,რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ,გიორგი ცხოვრებაძე დაასახელეს და განწყობას მხოლოდ ის აფუჭებს,რომ მან და მეორე ბომბარდირმა,არსენიშვილმა,ტრავმები მიიღეს და მატჩი ვერ ჩაამთავრეს.სხვა რა დაგვრჩენია,იმედი დავიტოვოთ,რომ ჩვენთვის გადამწყვეტი თამაშებისათვის,გამოჯანმრთელებას მოასწრებენ,თორემ მათ გარეშე,ბევრის იმედი არ უნდა გვქონდეს.