ცხოვრებაძის 9 გოლი – საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, E ჯგუფში, ტურნირის დებიუტანტი საქართველოს ნაკრები მანჰაიმში ნიდერლანდებთან 29:34 დამარცხდა.
მეტოქე თავიდან 4:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც ჩვენმა გუნდმა თამაში მეტ-ნაკლებად გამოასწორა, თუმცა დაცვაში შეცდომებს უშვებდა და პირველი ტაიმი 12:19 წააგო. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა და საბოლოოდ 5 ბურთით დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდიდან 9 გოლი გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 7 გოლი ერეკლე არსენაშვილმა გაიტანა, ხოლო 6 თემურ ორჯონიკიძემ.
ჯგუფურ ეტაპზე ტიტე კალანდაძის გუნდი კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს – 13 იანვარს შვედეთთან და 15 იანვარს ბოსნია- ჰერცეგოვინასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში