ცხოველი, რომელიც არასოდეს კვდება

ბუნებაში არსებობს ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც სიკვდილი „გააუქმა“. ეს უკვდავი არსება პატარა, თითქმის შეუმჩნეველი მედუზაა, რომელსაც მეცნიერებმა „უკვდავი მედუზა“ უწოდეს.
მისი ეს უნარი იმდენად უცნაურია, რომ სამეცნიერო ფანტასტიკას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას.
„უკვდავი მედუზა“ ჩვეულებრივად იბადება, იზრდება და მრავლდება, მაგრამ მისი უნიკალურობა იმაშია, რომ საფრთხის შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლის „გადატვირთვა“ შეუძლია.
როცა მედუზა დაბერდება, ან ჯანმრთელობას იზიანებს, ის არ კვდება – უბრუნდება განვითარების საწყის ეტაპს და თავიდან იწყებს ცხოვრებას. ამისათვის მედუზა უნიკალურ პროცესს გადის, რომელსაც მეცნიერები „უჯრედების გადაპროგრამებას“ უწოდებენ. მისი სხეულის უჯრედები კარგავენ ძველ ფუნქციას და ხელახლა გარდაიქმნებიან ახალგაზრდულ უჯრედებად. შედეგად, ზრდასრული მედუზა ისევ პატარა პოლიპად იქცევა.
მედუზა სიცოცხლეს მხოლოდ მაშინ ეთხოვება, თუ მას რომელიმე მტაცებელი შეჭამს ან გარემო პირობები გაანადგურებს.ბიოლოგიური დაბერება კი მას არ კლავს, რაც ცხოველთა სამყაროში უნიკალური შემთხვევაა.
„უკვდავი მედუზა“მეცნიერების განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რადგან მისი არსებობა ამტკიცებს, რომ დაბერება შესაძლოა შეუქცევადი პროცესი არ იყოს და უჯრედებს აღდგენა-გაცოცხლების პოტენციალი გააჩნიათ.
წყარო: www.zmna.ge