„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“ – 11 თვის მონაცემებით, მუნიციპალურ თავშესაფარში 518 ცხოველი განთავსდა, მათგან 109 გაჩუქდა

გასული წლის 11 თვის მონაცემებით, თბილისის მერიის „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში 518 ცხოველი განთავსდა, მათგან 109 გაჩუქდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.
„2023 წლის 1- ელი იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ცხოველთა თავშესაფარში განთავსდა 518 უმეთვალყურეოდ დარჩენილი/დაკარგული ცხოველი, ხოლო მათგან გაჩუქდა 109 ცხოველი“, – განმარტავენ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ