ცხოველებს მცენარეების „ხმები“ ესმით – კვლევა

ცხოველებს შეუძლიათ აღიქვან ხმები, რომლებსაც მცენარეები არახელსაყრელ პირობებზე რეაგირებისას გამოსცემენ. ამის შესახებ BBC იტყობინება თელ-ავივის უნივერსიტეტის სპეციალისტების კვლევაზე დაყრდნობით.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ დედალი ჩრჩილები თავს არიდებენ პომიდვრის ბუჩქებზე კვერცხების დადებას, თუ ისინი სტრესის ქვეშ არიან, მაგალითად, დეჰიდრატაციის დროს, და გამოსცემენ დამახასიათებელ ხმებს. იმის უზრუნველსაყოფად, რომ მწერები რეაგირებენ ხმებზე, მეცნიერებმა ჩაატარეს ლაბორატორიული ექსპერიმენტების სერია ვიზუალური ფაქტორებით.
როგორც პროფესორმა იოსი იოველმა განმარტა, ეს არის ცხოველის პირველი დაფიქსირებული ქცევა, რომელიც გამოწვეულია მცენარეების ხმებზე რეაქციით. მისი თქმით, მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ ცხოველებს შეუძლიათ გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია გადაწყვეტილებების მისაღებად, მაგალითად, შეჭამონ თუ არა მცენარე ან გამოიყენონ იგი თავშესაფრად.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა