„ცხინვალში შესაძლო რაღაც ბიზნეს გარიგების სურვილი არის წვრილმანი იმასთან შედარებით, რა სტრატეგიული პარტნიორობაც გვაქვს ჩინეთთან“ – ბექა დავითულიანი

“ოცნების” დეპუტატი, ბექა დავითულიანი ცხინვალის ე.წ. პრემიერის, კონსტანტინე ჯუსოევის განცხადებას ჩინეთის მხრიდან რეგიონში ბიზნესგეგმების განხორციელების შესახებ, ასე ეხმაურება:
„თუ იქ რომელიმე კომპანია ჩავიდა და რაღაც ბიზნეს სქემის დალაგება მოინდომა, ამაზე საქართველოს გააჩნია კანონმდებლობა და ამაზე მოეთხოვება ამ კანონმდებლობის მიხედვით პასუხი, ამ კომპანიას. რომელიღაც კომპანიის ცხინვალში შესაძლო რაღაც ბიზნეს გარიგების სურვილი არის წვრილმანი იმასთან შედარებით, რა სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ორ სახელმწიფოს. შესაბამისად ჩინეთიც და საქართველოც, მონდომებულები არიან ამ სტრატეგიულ პარტნიორებს გაღრმავებისთვის და რომელიღაც კომპანიის გამო, ამას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს”

ასევე დაგაინტერესებთ