ცხინვალში მოსახლეობას აფრთხილებენ, არ გამოხატონ პროტესტი

ცხინვალში არსებული დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, საქართველოში რთულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით გონიერებისკენ მოუწოდებს.
“საქართველოში რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის, ასევე სასაზღვრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აქტუალური საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც მიმართულია ესკალაციისკენ და უცხო ქვეყნების მთავრობებისა და საზოგადოებრივი ორგანიზციების მიერ სხვადასხვა ტიპის პროვოკაციების მოწყობისკენ, მოქალაქეებს მოვუწოდებთ გონიერებისკენ”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
ამასთან, КГБ აცხადებს, რომ “დაუშვებლად მიაჩნია რაიმე არასანქცირებული საჯარო და საზოგადოებრივი აქციის გამართვა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ორგანოების, ასევე ს ფედერაციასთან უსაფრთხოების საერთო კონტურის ფორმირებაზე ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის წინააღმდეგ”.

ასევე დაგაინტერესებთ