ცხინვალში იმედოვნებენ, რომ აგვისტოს ომის “ქართველი დამნაშავეები” დაისჯებიან

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყება “ქართული ოცნების” დროიებითი კომისიის საქმიანობას გამოეხმაურა და 2008 წლის ომის “ქართველი დამნაშავეების” დასჯას ითხოვს.
„ეჭვგარეშეა, რომ სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში დამნაშავე პირები, რომლებმაც სამხრეთ ოსეთში შეჭრისა და მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის ბრძანებები გასცეს, ისევე როგორც ოსი ხალხის გენოციდის ჩადენაში მონაწილე პირები, უნდა დაისაჯონ. დრო გვიჩვენებს, რამდენად ობიექტურად და გამჭვირვალედ შეაფასებს მიმდინარე საპარლამენტო კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, თუმცა, ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კომისიის მუშაობის შედეგები უკვე ნათელია – საქართველო აგრესორად გამოცხადდა,“ – აცხადებენ უწყებაში.
„ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს. ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის მუშაობას ბოიკოტს უცხადებენ ოცნებამ უკვე დააანონსა, რომ კომისია გამოიძიებს არა მხოლოდ 2003-2012 წლების მოვლენებს, არამედ 2012 წლის შემდგომ პერიოდსაც, მათ შორის ს პრეზიდენტობის დროს განვითარებულ მოვლენებს და, განსაკუთრებით, 2008 წლის აგვისტოს ომის ეპიზოდებს. ამ კონტექსტში, უკვე გამოიკითხნენ ყოფილი ქართველი სამხედრო მაღალჩინოსნები.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია