ცხინვალი: “ოცნების” განცხადება კონსტიტუციაზე წინასაარჩევნოდ შიდა მომხმარებელზეა გათვლილი

20 აგვისტოს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დროა საქართველომ მიიღოს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არსებული რეალობა და აღიაროს რესპუბლიკის [დე ფაქტო] დამოუკიდებლობა.
მანამდე “ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის უნდა მოემზადოს, რისთვისაც უნდა შეცვალოს ქვეყნის კონსტიტუცია. პარტიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანა უწოდა.
“აშკარაა, რომ ასეთი განცხადებები გამიზნულია მხოლოდ შიდა მომხმარებლისთვის და სრულად ასახავს საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის ემოციებს. საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ოფიციალურმა თბილისმა მიიღოს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არსებული რეალობა და აღიაროს სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი,” – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს [დე ფაქტო] განცხადებაში.
უწყება ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ფონზე, ქართველი პოლიტიკოსებისგან ხშირად ისმის განცხადებები სამხრეთ ოსეთისა და ს სტატუსთან დაკავშირებით.
“აქ არც საქართველოს მმართველი პარტია არის გამონაკლისი, რომელიც ამომრჩეველთათვის ბრძოლაში სპეკულირებს ქვეყნის ე.წ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემაზე”, – აღნიშნულია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
“ქართულის ოცნების” პოლიტიკურმა საბჭოს 20 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოქალაქეებს ხმის მიცემას სთხოვს იმისათვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება შეძლოს. “ოცნების” განცხადების ერთი ნაწილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც ეხება.
“მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გარშემო მოვლენები ძალზე დინამიკურად ვითარდება, ამგვარი მოცემულობისთვის ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად. ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომების გათვალისწინებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი ასეთ შემთხვევაშიც გარე დავალებას შეასრულებენ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად წინ აღუდგებიან. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ვერავინ შეუქმნას დაბრკოლება”, – ნათქვამია “ოცნების” განცხადებაში.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე ცოტა ხნის წინ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მაც გააკეთა, რასაც მალევე მოჰყვა გამოხმაურება მოსკოვიდან.
ს ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა თქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ „ეშმაკისეული მსჯელობაა“.
რუსეთის დუმის დეპუტატი, დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი ეხმაურება კობახიძის განცხადებას აფხაზეთზე: “როგორ დაიბრუნებს ის [კობახიძე] 2030 წლისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვითარდებიან, იმყოფებიან რუსეთის მფარველობის ქვეშ და აღიარებულები არიან, ნამდვილად არ მესმის”.
“ეს, სავარაუდოდ, გამოწვეულია შიდაპოლიტიკური ბრძოლით, რომელიც საქართველოში გაძლიერდა “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღებასთან მიმართებაში… …ის [კობახიძე] თავს იმართლებს შიდა ოპოზიციის და დასავლეთის წინაშე”- განაცხადა ზატულინმა.

ასევე დაგაინტერესებთ